ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტისა და გრიგოლ რობაქიძის ბათუმის ფილიალის ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტები კომპანია “ექსპო ბათუმის” ბაზაზე ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან.
ამ ხნის განმავლობაში სტუდენტები კომპანიის საგამოფენო საქმიანობაში ჩაერთვებიან, რომელიც მაისში “ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის” გამოფენას გეგმავს. გამოფენა წელს მეთხუთმეტედ ჩატარდება ახალი სახელწოდებით “EBIT 2024”.
სტაჟირების პერიოდში სტუდენტები გაეცნობიან მსგავსი ღონისძიების დაგეგმვის პრინციპებს და ტურისტული და მომსახურების სფეროში არსებული კომპანიების გამოცდილებას. პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრა დღეს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შედგა.
სტაჟირებაგავლილი სტუდენტები დამატებით გამოცდილებას მიიღებენ თურქეთის ერთ-ერთ ტურისტულ ქალაქში.