საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს დღეს ტესტირება ჩაუტარდებათ. სასერთიფიკაციო გამოცდა თბილისსა და რეგიონებში ტარდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს მოიცავს.
გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათია. კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს.
ამის შემდეგ კანდიდატები განათლების სამინისტროში გასაუბრებას გაივლიან და წინასწარ შერჩეული სკოლების განვითარების კონცეფციას წარადგენენ.
კონკურსის წესებში ცვლილება ცოტა ხნის წინ შევიდა და სერტიფიცირების ეტაპზე გასაუბრება გაუქმდა. აჭარაში 160-ზე მეტ სკოლაშია დირექტორის ვაკანსია. ზოგ სკოლაში ერთია კანდიდატია რეგისტრირებული, სკოლების ნაწილში კი კონკურენცია მაღალია.