განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმ ბაღების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებმაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეს და საქმიანობის უფლება განრიგით გათვალისწინებული ავტორიზაციის გავლამდეც აქვთ. მათ შორისაა ბათუმის 36-ივე საჯარო და ასევე კერძო ბაღები.
როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, სანამ ავტორიზაცია დაიწყება ყველა ბაღის ადმინისტრაციამ სპეციალური თვითშეფასების კითხვარი შეავსო, სადაც ბაღის როგორც დადებითი მხარეები, ასევე გამოსასწორებელი საკითხები და საჭიროებებია აღწერილი.
ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025 წელს უნდა დაიწყოს და სააღმზრდელო დაწესებულებებს ავტორიზაციისთვის ვადა 2030 წლამდე ექნებათ.