რეგისტრაცია სტუდენტთა სასტიპენდიო კონკურსებისთვის 

04 მარტი 2024, 10:18 733 ნახვა

სტუდენტთა სასტიპენდიო კონკურსებისთვის მერია აპლიკანტთა რეგისტრაციას იწყებს. სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდება. განცხადებების მიღება 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსი ორ პროგრამაზეა გამოცხადებული.

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ და „ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“.

პროგრამების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტთა ხელშეწყობა და ბათუმში რეგისტრირებული და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების მხარდაჭერაა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში