გამოცდების მიმდინარეობისას კონდიციონერები გამორთული იქნება - პაატა იმნაძე

09 ივნისი 2020, 15:38 1510 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებს შორის პერიოდში საგამოცდო ოთახებში კონდიციონერები ჩართული იქნება. უშუალოდ გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში კი არა.

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება მაინც განიავების პრობლემები. ჯერ სამეცნიერო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კონდიციონერების გამოყენება ისეთ თავშეყრის ადგილებში როგორიც საჯარო სივრცეებია არ არის ნებადართული. 

აქედან გამომდინარე, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია, ანუ იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს. თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში