სტუდენტთა სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა ბათუმში. ხელოვნების უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან მასპინძლობს მონაწილეებს. მათ შორისაა უკრაინა, ლატვია, უნგრეთი.
სტუდენტთა ნაწილი კონფერენციაში ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება. ისინი სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებულ ნაშრომებს წარადგენენ. იმუშავებს რამდენიმე სექცია.
კონფერენციის სახელწოდებაა “ტრადიცია და თანამედროვეობა“ და ის წელს მეშვიდედ ტარდება.
ღონისძიებას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მართავს.