პოეტი ცისანა ანთაძე იუბილარია

04 ივნისი 2020, 20:09 912 ნახვა

პოეტ ცისანა ანთაძეს, 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი მეგობრებმა, ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მას სახლში მიულოცეს. აჭარის მწერალთა კავშირის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით თედორაძის განცხადებით, პოეტის იუბილეს, პანდემიის ხელშეშლის მიუხედავად,  მოგვიანებით სხვა ფორმატში აღნიშნავენ.

ცისანა ანთაძე ათეულობით წიგნის ავტორია, მისი ლექსები და პუბლიკაციები წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდულ თუ სპეციალურ გამოცემებში იბეჭდებოდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი