ალექსანდრე მილორავას ულტიმატუმი გიგა ჩხარტიშვილს

31 მაისი 2020, 12:10 404 ნახვა

მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა მრჩეველთა საბჭოს და მის თავმჯდომარეს ულტიმატუმს უყენებს. მოუწოდებს გიგა ჩხარტიშვილს ხვალ 12 საათამდე მოიწვიოს სხდომა და დააყენოს მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი. ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი ამ მოთხოვნით უკვე მესამე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს.

ის ასევე მოითხოვს მაუწყებლიდან გაშვებული თანამშრომლები დააბრუნონ პოზიციებზე.  მილორავა გუშინ გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ემზარ პაქსაძის ინტერვიუსაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ის გიორგი კოხრეიძის პასუხიმგებლობას არ უნდა ინაწილებდეს. ამ განცხადებას მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა არ უპასუხა. დაკავშირება ვცადეთ, თუმცა  ზარებს არ უპასუხა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა, შესაბამისად უცნობია მისი პოზიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი