"ჰორეკა" სექტორზე შეზღუდვები იხსნება

27 მაისი 2020, 20:44 1394 ნახვა

ეკონომიკური საქმიანობა გახსნის მორიგ ეტაპზეა. ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან, ყველა ტიპის ღია მაღაზია,მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცეში განთავსებული რესტორნები იხსნება. შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი კი 8 ივნისი იქნება, როცა გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი შემოწმება. რა შეზღუდვები იმოქმედებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებში, ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა გასტრონომიის ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაქციების მიხედვით, ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 მომხმარებელი, მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა, ხოლო მომხმარებელთა შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში