ბათუმში, ავარიის დროს დაშავეული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

15 მაისი 2020, 11:35 11953 ნახვა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 14 მაისს მოხდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში