დარღვევით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები - კვლევა

11 მაისი 2020, 14:50 312 ნახვა

აჭარის მთავრობის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაცია არასრულადაა შევსებული. ქონებრივ დეკლარაცია არასრულად შეავსეს: მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ,  უმაღლესი საბჭოს წევრებმა: ნუგზარ სურმანიძემ, ხვიჩა შარაშიძემ, ვახტანგ წულაძემ.

კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს. რომლის მიხედვითაც დარღვევებიდან 4 შემთხვევა თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების არასრულ დეკლარირებას ეხება.  

2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების ფლობა  სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, რაც კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა.    

ქართული ოცნების წევრი დავით ბაციკაძე  საჯარო მოხელეების მხრიდან ქონების  დამალვის მცდელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი