ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

08 აპრილი 2020, 10:21 1099 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  დეფაქტო აფხაზეთის  მთავარი სანიტარული  ექიმის  თქმით, ყველა ზომას იღებენ დაინფიცირებულთა გამოსავლენად და ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად , არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს ცოტა ხნის წინ მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში