რუსთავის საკრებულო კარანტინშია - ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

02 აპრილი 2020, 18:13 584 ნახვა

რუსთავის საკრებულო კარანტინშია, დაინფიცირებული საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედაა. უკვე მოძიებულია 45 კონტაქტი, რომელთანაც საკრებულოს თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით,მიმდინარეობს შენობის შიდა კამერების ჩანაწერების შემოწმებაც. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდება საკრებულოს თანამშრომელიც, რომელსაც მშობლის მსგავსად საეჭვო სიმპტომები აქვს. ინფიცირებული ქალბატონი როგორც ცნობილია, თბილისში, ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. უსაფრთხოების მიზნით რუსთავის საკრებულოს წევრები კარანტინში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში