საგანგებო მდგომარეობის მიხედვით ქორწილი, ქელეხი და სოციალური ღონისძიებები იკრძალება

23 მარტი 2020, 18:42 2181 ნახვა

საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების მიხედვით იკრძალება საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება. სოციალური ღონისძიებების ჩატარება. აკრძალვა ქორწილებს, ქელეხებს და სხვა ხალხმრავალ შეკრებებს ეხება.

ამ მუხლის მიხედვით საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

აკრძალვა არ ეხება მხოლოდ:  ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის დისტანციის დაცვით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა  რეკომენდაციის გათვალისწინებით. 

22 მარტს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, რის გამოც მოსახლეობის თავშეყრა აკრძალულია, ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა კარანტინის წესებს მაინც დაარღვია რა დროსაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

შეგახსენებთ რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში