ლუგარიდან 9 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

08 მარტი 2020, 15:20 1719 ნახვა

9 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან, ამ დროისთვის კი საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტების რიცხვი 141-დან 128-მდე შემცირდა, 59-მდე შემცირდა სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობაც. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 39 პაციენტია მოთავსებული. კორონავირუსით ინფიცირებული 12  პაციენტის  მდგომარეობა გარდა ერთისა  სტაბილურია.

ბათუმში კორონავირუსი არ დადასტურდა ბათუმში საკარანტინო ზონაში 30 პირია  მოთავსებული. გამკაცრებულია მოქალაქეთა შემოსვლისას მგზავრების შემოწმების პროცედურები  საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში. იმ შემთხვევაში თუ მგზავრი ბოლო პერიოდში იმყოფებოდა ქვეყანაში სადაც კორონავირუსია იგი ავტომატურად სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში