ახალშენში სახლების დაბზარვას ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებენ

04 მარტი 2020, 20:45 684 ნახვა

მახინჯაურისა და მახვილაურის შემდეგ, საპროტესტო აქცია დღეს ახალშენში გაიმართა.  პრობლემა საერთოა. აქაც საცხოვრებელი სახლების დაბზარვას, ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებენ. ადგილობრივები სახლების დაზიანების მიზეზების დადგენას და კომპენსაციებს ითხოვენ. 

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „ფოლადი“ აწარმოებს.  დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ გეოლოგიური კვლევები ჩატარებულია, თუმცა მოსახლების მოთხოვნით განმეორებითი კვლევა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი