თეთნულდზე ზვავში 6 ადამიანი მოყვა, მათგან სამი დაიღუპა

04 მარტი 2020, 16:34 1478 ნახვა

კურორტ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამმა დაზიანებები მიიღო - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში tv1.ge უთხრეს, რომ იტალიელ ტურისტთა ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი.

მათივე ინფორმაციით, სტიქიამ ექვსი ადამიანი მოიყოლა, მათგან ორი მაშველებმა ზვავიდან უვნებლად ამოიყვანეს, ერთს მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება, სამი კი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, ნუ გადავლენ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილონ ადმინისტრაციასა და სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.


ფოტო: ათინათი
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში