ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია, გაიზარდა მისი ღირებულებაც

27 თებერვალი 2020, 18:20 1353 ნახვა

ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. სწორედ ამ ჯგუფის წევრებმა უნდა დაგეგმონ კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის გზები. ოპოზიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, ასევე უწუნებს იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რაც აქამდე გაატარა მთავრობამ. ამბობენ, რომ საზღვრების ჩაკეტვა დაგვიანებულია.

ქვეყანაში კი პირბადეების დეფიციტია. საგანგებო ბრიფინგის დასრულებიდან მალევე რიგები დადგა აფთიაქებში. სადაც ერთ მოქალაქეზე მხოლოდ 20 პირბადეს გასცემდნენ. პირბადეების ღირებულება გაიზარდა არაბრენდირებულ აფთიაქებში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში