ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

27 იანვარი 2020, 21:59 361 ნახვა

ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღარ ხელმძღვანელობს.

ინფორმაცია ლევან იზორიამ შალვა რამიშვილის გადაცემაში დაადასტურა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადადგა, თუმცა ამ დრომდე თავად ან სახელმწიფო უწყებამ რატომ არ გაავრცელა ინფორმაცია არ განუმარტავს. 

ლევან იზორია ამბობს, რომ თებერვლიდან გერმანიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგება:

"მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები. იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლებაზე".

ამბობს, რომ მას ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული, იქ მიიღო განათლება და დაიცვა ხარისხი. 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი