ქედის 4 ბაღში, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო, სასწავლო პროცესი არ შედგა

24 იანვარი 2020, 10:55 1894 ნახვა

ქედაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბლობში 10 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 80 სმ-ს აღწევს.

ქედის მერიის ინფორმაციით, ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს, ავტომობილებით მოძრაობა ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.

დაბაში ქუჩების გაწმენდას 2 მძიმე ტექნიკა ახორციელებს, სოფლების მიმართულებით კი დილიდან საგზაო დეპარტამენტის 6 ტრაქტორი მუშაობს.

ქედაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა არცერთ საჯარო სკოლაში, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ შედგა, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში