საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა ფიცი დადო

17 იანვარი 2020, 18:01 243 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. თეთრმა სახლმა საქართველოში კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი დეკემბერში დაამტკიცა. მას 25-წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს.კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს, საქართველოში აშშ-ს საელჩო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში