საქართველოს მოქალაქე ათენში ძარცვის მცდელობის დროს გარდაიცვალა

03 იანვარი 2020, 10:45 1832 ნახვა

საქართველოს მოქალაქე ათენის გარეუბანში ძარცვის მცდელობის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. 

ორი ქართველი მამაკაცი ამბელოკიპის უბანში მდებარე ერთ-ერთ ბინაში შეჭრას შეეცადა, თუმცა ისინი მეზობლებმა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

ერთ-ერთი მძარცველი ბინის დატოვებას ფანჯრიდან შეეცადა, მან მინა ჩაამტვრია რა დროსაც ქვედა კიდურის არტერია დაუზიანდა. შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 

პოლიციამ ქართველების დაკავება კორპუსიდან 100 მეტრის მოშორებით შეძლო. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მამაკაცი, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული გარდაიცვალა. მეორე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში