უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 86 სამხედრო შეტაკება მოხდა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 106 საჰაერო დარტყმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ღამით საჰაერო განგაში იყო. დრონებით თავდასხმისა და ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. რამდენიმე აფეთქება იყო ქალაქ სუმში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 5 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 42 დრონი გაუშვეს, უკრაინის ძალებმა კი 38 დრონი ჩამოაგდეს.