დღეს დილით რუსულმა ძალებმა ოდესის რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ინფრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, თვდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
დრონების გამოყენებით რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მორიგი იმიტაციაც მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ღამით, უკრაინას შავი ზღვიდან, უპილოტო საფრენი აპარატებით, შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაში, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. შეტევა იყო მიკოლაევისა და ზაპოროჟიას ოლქებშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 83 სამხედრო შეტაკება მოხდა.
მათივე ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს 11 სარაკეტო და 108 საჰაერო დარტყმა, ასევე 149-ჯერ ისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებზე.