აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ Tik Tok-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

13 მარტი 2024, 21:08 536 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი.

კანონპროექტი კრძალავს „ტიკ-ტოკს“ აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში, თუ სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, არ იქნება გამოყოფილი მისი ჩინელი მშობელი კომპანიის, „ბაით დანსისგან“.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სენატში დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი