რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი უმსხვილეს მანქანათმშენებელ საწარმოს უკიდია.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას ჯერ ვერ ახერხებენ, რადგან ხანძარი ქარხნის თითქმის 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური დაშავებულების შესახებ ცნობას არ ავრცელებს, ადგილობრივი მედია წერს, რომ ცამეტმა ადამიანმა მეხანძრეების მისვლამდე ევაკუაცია შეძლო.
თვითმხილველების ცნობით, ხანძარი საღებავების საწყობში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა.