თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

19 დეკემბერი 2019, 18:03 1881 ნახვა

თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი. „თბილისის მიკროავტობუსმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, წინასწარი ვერსიით, მგზავრებით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში