მოლაპარაკებების მესამე რაუნდი

15 დეკემბერი 2019, 15:06 253 ნახვა

თითქმის 3 საათია, ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეხვედრის მე-3 რაუნდს მართავს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ მყარი არგუმენტები აქვთ,რათა ხელისუფლება დაარწმუნონ, რომ არჩევნები გერმანული მოდელის გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს. გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს არ ეთანხმება „პატრიოტთა ალიანსი“.

მათ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება სურთ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ინიციატივა შესთავაზეს, დიპლომატებმა წინა შეხვედრაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას განსახილველად. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს, სწორედ გაცვლიან პოზიციებს ამ საკითხზე, რადგან ეს მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მხარეებს შორის, პირველი ორი შეხვედრა 30 ნოემბერსა და 8 დეკემბერს შედგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში