საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ''ქართული ოცნების'' აქციაზე

13 დეკემბერი 2019, 20:48 903 ნახვა

ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ.  დღეს გამართულ ბრიფინგზე დაკავებული ექიმის მეუღლემ აქციაც დააანონსა, რომელიც, კვირას, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება, რის შემდეგაც აქცია გაიმართება საოკუპაციო ხაზთან.

თამილა ლაფანაშვილის  განცხადებით, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობამ შედეგი არ გამოიღო და ექიმი ისევ საპატიმროში დარჩა.

„პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რადგან დააკორექტიროს ეს ყველაფერი, შეიყვანოს ამ საკოორდინაციო საბჭოში ის უწყებები, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან, როგორც ვხედავთ, ყველანაირმა მცდელობამ მოგვცა ნული, მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, ზოგიერთი კერძო პირები 100%-იან გამოშვებას და ა.შ. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“ - განაცხადა ექიმის მეუღლემ.

გაფრინდაშვილის ოჯახი ასევე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, დაანახონ რომ ისინი მარტო არ არიან. 

"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხვდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორიო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა".

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. სასამართლო პროცესი დღეს, 13 დეკემბერს ცხინვალში გაიმართა. პროცესზე გაფრინდაშვილის სასჯელის შესახებ უნდა ემსჯელათ. 

ექიმი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობაში დატოვა. - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში