2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს - მამუკა მდინარაძე 

13 დეკემბერი 2019, 15:08 447 ნახვა

''ქართული ოცნების'' ახალი წინადადება. 2020 წლის არჩევნებამდე მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს.

მმართველი გუნდი მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმდა, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას, რომელიც 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა. განცხადება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში