აკაკი ზოიძე პარლამენტს და „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

02 დეკემბერი 2019, 20:01 199 ნახვა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა, უმრავლესობა, მანდატი, პარლამენტი და პოლიტიკა დატოვა. აკაკი ზოიძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც მისი თქმით ჯერ გუნდის დარწმუნება ვერ შეძლო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაში, შემდეგ კი ვერც ხალხის გამოკითხვის საჭიროებაში.  „ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა“ - ამბობს აკაკი ზოიძემ.

მანამდე მანდატი სოფიო ქაცარავამ დატოვა. უფრო ადრე კი უმრავლესობიდან გავიდა 10-ზე მეტი დეპუტატი. სხვათაშორის უმრავლესობის დაშლა გასული წლის დეკემბერში მოსამართლეების თემით დაიწყო, ახლა კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხით გრძელდება. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი