მარია ხარენკოვას 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი ვორონინის თასზე

30 ნოემბერი 2019, 20:30 575 ნახვა

პენზაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულმა ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვამ სამი მედალი მოიპოვა. მრავალჭიდში დაგროვებული ქულების მიხედვით მარია მესამე ადგილზე გავიდა.ფინალში ტანმოვარჯიშემ დვირსა და თავისიფალ ვარჯიშზე იასპარეზა და ოქროს მედლები დაიმსახურა. 

შეჯიბრება ტრადიციულია და წელს 27-ედ გაიმართა, თუმცა აქამდე შეჯიბრებას ქალაქი მოსკოვი მასპინძლობდა. ტურნირში 36 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა.ცნობისთვის, მარია ტრამვირებული იყო, ეს შეჯიბრება კი სალიცენზი ტურნირის წინ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ტანმოვარჯიშე მომავალი წლის მაისში პარიზში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი