„ქართული ოცნება“  - 2020 წლის არჩევნები  შერეული სისტემით ჩატარდება - პოლიტიკური შეფასებები

25 ნოემბერი 2019, 18:19 1524 ნახვა

ხელისუფლება უკან არ იხევს. არც ოპოზიცია აპირებს პროტესტის შეწყვეტას. ოპონენტების მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული ან ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდეს, ქართულმა ოცნებამ უარი უკვე რამდენჯერმე განაცხადა. უფრო მეტიც დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 2024 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებაც — ოცნების ინიციატივაა  საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს.

კიდევ ერთხელ გუნდის პოზიცია 6 გზავნილად დღეს კახი კალაძემ გააცხადა, რომელიც ამბობს რომ ეს „თემა დახურულია“. რეპორტაჟში ხელისუფლების იმ შეთავაზებაზეც მოისმენთ, რაც გარკვეულ შემთხვევაში საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე უარის თქმაა, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურ თაღლითობად აფასებს. „ყველა ხმა ისევ ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში წავა“ - ამბობენ ოპონენტები.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში