უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები- „ერთად ერთის წინააღმდეგ“ აქცია იწყება

17 ნოემბერი 2019, 15:40 189 ნახვა

პარლამენტთან, ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია იწყება. ქვეყნის მთავარ გამზირზე, კარვებია გაშლილი. პოლიციელები  როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არიან მობილიზებულები. გარდა ამისა პარლამენტის ეზოშია, სახანძრო სამაშველო ჯგუფი. პარლამენტი და კანცელარიის შენობები დილიდან გაძლიერებული პოლიციური დაცვის ქვეშაა.

თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ იარაღი პარლამენტის შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული.  საპატრულო პოლიციის უფროსმა კი განაცხადა, რომ პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღი არ არის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის,  შენობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი იმყოფება.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, „ცესკოს“ შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ. აქციის მონაწილეები, მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. დედაქალაქში აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი