ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

17 ნოემბერი 2019, 00:41 727 ნახვა

ბათუმის მერიის საჭადრაკო კლუბი ‘’ნონა’’ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მონტენეგროს ქალაქ ულცინში, 9-17 ნოემბერს მიმდინარეობდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი. შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ქალთა ტურნირში 14 გუნდი იყო წარმოდგენილი. 

''ნონას''  ჩვენების მეტოქეები იყვნენ: რუსეთის, აზერბაიჯანის, იტალიის, მონტე-კარლოს და კიევის კლუბები. გუნდმა 7 ტურიდან 4 გამარჯვებით და 3 ყაიმით ტურნირი დამაჯერებლად მოიგო. 

კლუბის სახელით 2 ბათუმელი მოჭადრაკე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია ასპარეზობდა, ასევე მოწვეული ყავდათ საქართველოს ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი