პროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია - პრემიერი 

14 ნოემბერი 2019, 10:41 221 ნახვა

პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას - განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ მინისტრმა. 

გიორგი გახარიას თქმით, პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით, მათი პოლიტიკური გუნდის არჩევანია. 

''მინდა აღვნიშნო ხაზგასმით ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების ქვეყანაში განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე.  იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული,'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი