არ გაბედო! - აქცია პარლამენტთან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით

12 ნოემბერი 2019, 20:05 1376 ნახვა

შექმნილი ვითარებიდან და უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარე დაიგეგმა აქცია საქართველოს პარლამენტთან. მთავარი სლოგანი ასეთია - არ გაბედო! აქციის ორგანიზატორები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭიროს.

აცხადებენ, რომ  ეს არის ხალხის მონაპოვარი და არა ერთეული დეპუტატების ნება. არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში