ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება და პოლიტიკური დივიდენდები

10 ნოემბერი 2019, 20:00 1257 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში მისი და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ ბიზნეს-ობიექტებს საქართველოში გაყიდის და თანაც მათი საინვესტიციო ღირებულების ნახევარ ფასად.  

გამოცემა „ანტრეპრენერთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ქველმოქმედებასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ მისთვის ქველმოქმედება ეფუძნება შოთა რუსთაველის ფილოსოფიას.   ამასთან, მისი სიტყვებით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია, პოლიტიკაში მოსვლაა.

ივანიშვილი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში მოგებაზე არასდროს უმუშავია, თუმცა რატომ მუშაობს წაგებაზე, ამას არ აკონკრეტებს. მის ინტერვიუს სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ და  ექსპერტულ წრეებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში