წარუმატებელი სერიის შემდეგ ბათუმის ''დინამომ'' მოიგო [გოლები]

08 ნოემბერი 2019, 20:48 818 ნახვა

ჩემპიონობისკენ ბათუმის დინამომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ანგისას ბაზაზე ბათუმელებმა ბოლნისელებს უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს.

თამაშის 24-ე წუთზე, საჯარიმოში, ჯაბა ჯიღაურის გადაცემას გიული მანჯგალაძე დახვდა და ანგარიშიც გახსნა. თამაშის 34-ე წუთზე კი, თამაშის წესების დარღვევისთვის ნიკა აფაქიძეს, მატჩის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ბოლნისელებმა 10 ფეხბურთელით განაგრძეს თამაში.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოს ხაზიდან, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში, დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი კარისკენ და ბათუმელები 2:0 დააწინაურა.

იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტული მიიღოს, ბათუმის დინამომ აუცილებლად უნდა მოიგოს დარჩენილი ორი შეხვედრა, ხოლო მეტოქემ - "თბილისის" დინამომ ერთი მატჩი ფრედ მაინც უნდა დაასრულოს. ბათუმელების ჩემპიონობა მეტოქის ანგარიშზეც არის დამოკიდებული.
 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში