შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების კომისია შეიქმნა

24 ოქტომბერი 2019, 15:29 784 ნახვა

მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შექმნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, კომისიაში 10 სხვადასხვა უწყება გაწევრიანდება და მისი მთავარი ამოცანა იქნება ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა 2300 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის თუ სამარხის დასადგენად.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში