კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების  მასპინძელია ბათუმი

23 ოქტომბერი 2019, 12:30 1016 ნახვა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების  მასპინძელია ბათუმი. დღეს ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართება, ღონისძიება დრამატულ თეატრში 20 საათზეა ჩანიშნული,  ხვალ 15 საათიდან კი გათამაშება დაიწყება.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ვაჟთა 40 და ქალთა 32 გუნდი იასპარეზებენ.   შეჯიბრებაზე საქართველო ქალთა 3 და ვაჟთა 2 ნაკრებით იქნება წარმოდგენილი. ქალთა ნაკრებში სამი ბათუმელია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში