ბათუმის ახალი სპორტული კომპლექსის გადახურვითი სამუშაო მიმდინარეობს

16 ოქტომბერი 2019, 10:47 1359 ნახვა

ბათუმში მალე, უნივერსალური სპორტული კომპლექსი იფუნქციონირებს. ამჟამად, სპორტული კომპლექსის გადახურვითი სამუშაო მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, ხდება შენობის ფასადის მოპირკეთება და მიმდინარე ტერიტორიის მოწესრიგება.

უხლოეს პერიოდში დასრულდება შიდა სარემონტო და კოსმეტიკურ სამუშაოებს დაიწყება კაპიტალური სამუშაოების დარულება 2019 წელს იგეგმება , რის შემდეგადაც შენობის აღჭურვა დაიწყება საჭირო ინვენტარით.

დარბაზების საერთო ფართი 10240 მ2-ია. მშენებარე კომპლექსის ერთიან სივრცეში განათავსდება სპორტულ ტანვარჯიშის, სპორტულ ცეკვების, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობის, ქართულ საბრძოლო ხელოვნების, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკისა და კალათბურთის სექციები. სპორტულ კომპლექსში დაახლოებით 12 სხვადახვა სახეობა იფუნქციონირებს. კომპლექსს გააჩნია 3 400 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და დაცული იქნება ყველა სახის უსაფრთხოების მოთხოვნა.

ბათუმის ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 62 000 000 ლარია გამოყოფილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში