ადვოკატ შავაძის შეურაცხმყოფელი განცხადება სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის მიმართ

08 ოქტომბერი 2019, 18:37 196 ნახვა

პაატა შავაძე, რომელიც უვადო მოსამართლეობის 50 კანდიდატს შორის იყო საზოგადოების ყურადღების ქვეშ ისევ მოექცა. ამჯერად სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ თამთა თოდაძის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი ფეისბუქ სტატუსის გამო.  უცენზურო და სექსისტური კომენტარები მას არც დეპუტატ ეკა ბესელიას მისამართით დაუშურებია.

თუ პარლამენტი 20 კანდიდატიდან რომელიმეს არ დაამტკიცებს პაატა შავაძეს უჩნდება შანსი უზენაესი სასამართლსო მოსამართლე გახდეს უვადოდ, რაც საზოგადოების იმ ნაწილს პროტესტს ისევ უჩენს, ვინც მას სასამართლო კლანის წევრად მოიაზრებს. პაატა შავაძემ დღეს კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა სოციალურ ქსელში  მის ფეისბუქ პოსტებს დღეს არაერთი შეფასება მოჰყვა. რესპოდენტების ნაწილმა ადვოკატის ღირსება, ეთიკა და პროფესიონალიზმი  ეჭვქვეშ დააყენა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში