''ოქროს თვალი'' ბათუმში ჩატარდება

05 სექტემბერი 2016, 00:00 2338 ნახვა

1-2 ოქტომბერს ბათუმში კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი” გაიმართება. წელს ფესტივალი სამ ძირითად ღონისძიებას გააერთიანებს: კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალს, სამაუწყებლო ტექნიკის მესამე საერთაშორისო გამოფენას და სატელევიზიო პროდუქციის გამოფენას. მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური მიწვევით ჩამოსული მსოფლიოს სამაუწყებლო, კინო და რადიო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები. 

ამავე კატეგორიაში