"კრემლის აფელირებულ ორგანიზაციას" მერის მრჩევლებმა მემორიალის გახსნაზე უარი უთხრეს 

26 სექტემბერი 2019, 18:10 1563 ნახვა

საქველმოქმედო ორგანიზაცია "წყარო"-ს ხელმძღვანელ ანჯელა ზახაროვას, რომელიც საქართველოში "უკვდავ პოლკს" წარმოადგენს, ბათუმის მერიის მრჩევლებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალის დადგმაზე უარი უთხრეს. 

ანჟელა ზახაროვა  ბათმის მერს, ლაშა კომახიძეს სთხოვდა გამოეყო ადგილი, სადაც ფონდი "წყაროს" დაფინაანსებით ააგებდა და შემდეგ წელს, მეორე მსოფლიო ომის იუბილეზე, უკვდავი პოლკის მსვლელლობას უფრო საზეიმოს გახდიდა. 

"პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. მემორიალის აშენებასაც მივესალმებით, ოღონდ ეს უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და არა კერძო ორგანიზაციამ, მით უმეტეს ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენელმა და კრემლის აფეირებულმა ორგანიზაციამ - ნათქვამია მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს მიიღეს.

სხდომის დაწყების დროს, მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, კახა გუჩმანიძემ განაცხადა, რომ "მემორიალის გაკეთება მერიის პრეროგატივაა და არა კერძო ორგანიზაციების, მით უფრო ისეთის, რომელიც არ აღიარებს საქართველსო ოკუპაციას". 

პუტინის მხარდაჭერილი მოძრაობა "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლები, ბათუმში მემორიალის დადგმას ითხოვენ 

2017 და 2018 წელს  კი, საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად არის მოხსენიებული. 

რუსული "უკვდავი პოლკის" ორგანიზატორები საქარველოში -  „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესია“. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ.

ანჟელიკა ზახაროვა ბათუმში მუშაობს. ბოლო ორი წელია ქალაქში მსვლელობა იმართება, რომლის დროსაც აქციის მონაწილეები "უკვდავი პოლკს" კონტრაქციით ხვდებიან და მათ საბჭოთა სიმბოლიკის, განსაკუთრებით კი, გეორგიევსკის ლენტების გამოყენებას აპროტესტებენ.  საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში