სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, რომლის მიხედვითაც საპატიმრო ნარკორეალიზატორმა დატოვა. გარდა გათავისუფლებისა, მსჯავრდებულს პირობითი სასჯელიც შეუმცირდა.
არსებული ინფორმაციით, უკვე ყოფილი პატიმარი შესაწყალებელ პირთა სიის სათავეში იყო. ამ ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას თითქმის არასდროს თანხმდება.
სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის მოხვდა, ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის 12 წლიანი პატიმრობამისჯილი რამაზ დევაძე. ასევე ზურაბ ნადირაძე , რომელსაც მკვლელობისთვის 23 წელი ეძებდნენ და მხოლოდ 2017 წელს დააპატიმრეს. შეწყალებულებს შორის მოხვდა ერთი ძებნილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დაკავებული არ ყოფილა.
18 სექტემბერს კი, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. უმრავფელესობის წევრებმა შეწყალების აქტი გააკრიტიკეს, მათ შორის ერთ-ერთმა - ვანო ზარდიაშვილმა მიიჩნია, რომ შესაძლოა პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს".
მიმდინარე წლის მხოლოდ სამ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს.