გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტთან #სირცხვილიას აქტივისტები ელოდებიან

06 სექტემბერი 2019, 12:41 526 ნახვა

პარლამენტში ოპოზიციური პარტიის წევრები გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, #სირცხვილიას აქტივისტები კი საკანონდებლო ორგანოსთან არინ შეკრებილები და აქციას მართავენ. 

ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლა სურდათ, ჰქონდათ საშვებიც, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა უარი უთხრეს.

''მეოთხე დღეა გვეუბნებიან, რომ პროგრამული ხარვეზია, ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა შეგვიშვან, რადგან საშვები გვაქვს. ეს არის ყურით მოთრეული ტყუილი, როცა გვეუბნებიან, რომ ხარვეზია, რომ პროგრამამ თითქოს გაჭედა. გაჭედილი აქვს მე მგონი მთავრობას, პროგრამულად კი არა სრულიად, პოლიტიკური თვალსაზრისით.

ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ პროგრამისტს მოვუყვანდით თუ მართლა ასე იყო. მეოთხე დღეა ვერ მუშაობენ და ხარვეზსს ასე აღმოვფხვრიდით.  მაგრამ ეს არის მხოლოდ ის, რომ კომფორტის ზონაში უნდათ იყვნენ. ბრძანებაა გაცემული, რომ ეს კონკრეტული ადამიანები პარლამენტში არ შეუშვან. ჩვენ კრიტიკული კითხვები გვაქვს. უმრავლესობა კი გახარიას, არანაირ კრიტიკულ კითხვას არ დაუსვამს. ჩვენ მათთვის მიუღებელი ადამიანები ვართ'' - ამბობს ანა ჭარხალაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი