საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას სტუმრობს

01 სექტემბერი 2019, 12:17 329 ნახვა

 სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. იგი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის.

დაგეგმილია  სალომე ზურაბიშვილი შეხვედრა,  შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერ, ანდრეა სნორლენთან; ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევთან; ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდისთან; ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან; სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვათან. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილს დაესწრება, რომელიც მიწვეული სტუმრების პატივსაცემად იმართება და ასევე კონცერტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავს ეძღვნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი