გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

29 აგვისტო 2019, 10:03 1357 ნახვა

გერმანიაში მოკლული პანკისელის, ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ შეკრებილები. 

ზელიმხან ხანგოშვილს დღეს, 14 საათზე, პანკისის ხეობაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

საქართველოს მოქალაქე 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანული მედიის ცნობით, მას ველოსიპედით მოსიარულე მამაკაცმა ესროლა.

ზელიმხან ხანგოშვილი საქართველო დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში