ეს არის კლასიკურად ცრუ ინფორმაციის გავრცელება - პროკურატურა თიბისის დამფუძნებლებზე

27 აგვისტო 2019, 19:01 1829 ნახვა

ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, - ამის შესახებ განცხადება  პროკურორმა გიორგი მიქავამ ცოტახნის წინ გააკეთა.

პროკურორის განმაეტებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისთვის. გიორგი მიქავას თქმით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.

''ასევე არასწორია ინფორმაცია თითქოს  ეს კომუნიკაცია  შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება დანაშაულებრივი გზით შემოსავლის გათეთრების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპული კონვენცია, ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა ტერორიზმი და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია. თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა ტერორიზმი ნახსენები არსად არ არის.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის  ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით  მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადარებას. გენერალური პროკურატურა გამოქვამს მზადყოფნას სამართლებრივი გზით პროცედურების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი და ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენება იმგვარად რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში'' - განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქაძემ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში